Wednesday, June 1, 2011

ქუჩის ბავშვები

ქუჩის ბავშვები

ქუჩის ბავშვები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ქუჩის ბავშვები განსაზღვრა, როგორც ”ქუჩა” გახდა მათი სახლი  ან მათი  ცხოვრების წყარო,მათარ იცავენ   ადეკვატურად და არ აქცევენ ყურადღებას პასუხისმგებლიანი ზრდასრულები”.ამ განსაზღვრების მიხედვით ქუჩის ბავშვი შიდლება იყოს ქუჩაში მომუშვე, სკოლიდან გაგდებული მოსწავლე ან უსახლკარო მოზარდი.

     წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები ქუჩის ბავშვების განსაზღვრების შესახებ. ზოგიერთი სააგენტო პროტესტს გამოთქვამს  ”ქუჩის ბავშვების”  ტერმინის გამოყენებაზე , რადგან მათი აზრით ამ ტერმინით  ისინი გამოყოფენ ასეთბავშვებს  ცალკე ხელოვნურად შექმნილ კატეგორიაში.ყველაზე გავრცელებული, ორგანზომილებიანი განსაზღვრებები  ყურადღებას ამახვილებს იმ ადგილზე  (ანუ ქუჩაზე), სადაც ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ და ასევე ბავშვების მათ ოჯახებთან ინტენსივობაზე. ამ კრიტერიუმების გამოყენებით,ქუჩის ბავშვებს ხშირად ქუჩის ბავშვებად ( ანუ ბავ, რომლებიც მუდმივად ქუჩაში ცხოვრობენ და იშვიათად ან საერთოდ არ აქვთ კონტაქტი ოჯახთან) და ქუჩაში მყოფ  ბავშვებთან (ანუ ბავშვები რომლებიც დღეს ქუჩაში ადარებენ და ღამე ოჯახში ბრუნდებიან) ჰყოფენ. ქართველმა პრაქტიკოსებმა საკუთარი განსაზღვრება ამ საერთო დეფუნიციებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბეს და ქუჩის ბავშვების სამი ჯგუფი განასხვავეს:



ქუჩის ბავშვები_-ისინი,რომლებიც ღამეს ქუჩაში ან ადამიანის ცხოვრებისათვის  შეუსაბამო ადგილას ატარებენ (სძინავთ) ერთი თვის ან მეტი ხნის განმავლობაშიმათ არ ჰყავთ ოჯახი/მზრუნველლი ან არ ჰქონიათ კავშირი ოჯახთან/მზრუნველთან, ერთი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.ისინი საკუთარ თავს თვითონვე უზრუნველყოფენდა მოპოვებულ ფულს საკუთარ საჭიროებაზე და ქუჩის გარემოცვაზე ხარჯავენ


ბავშვები ქუჩაში- ისინი რომლებიც ყოველთვის ან უმეტესად სახში იძინებენ, მაგრამ დღის განმავლობაში დროის უდიდეს ნაწილს ქუჩაში ატარებენ. მათ შეიძლება ოჯახთან მზრუნველთანრეგულარული (ყოველდღიური) ან არარეგულარული (ყოველდღიურზე ნაკლები სიხშირით)კავშირი ჰქონდეთ. ისინი საკუთარ თავს თვითონვე უზრუნველყოფენ და შემოსავლის ნაწილი სახში (ოჯახებთან/მზრუნველებთან) მიაქვთ.


ქუჩის ოჯახების ბავშვები- ისინი, რომლებიც ღამეს ქუჩაში ან ადამიანის ცხოვრებისთვის შეუსაბამო ადგილას ატარებენ (სძინავთ) ოჯახის ზრდასრულ წევრთან ერთად, ერტი თვის ან მეტი ხნის განმავლობაშიისინი ქუჩაში შემოსავალს მოიპოვებენ და ოჯახის რჩენაში შეაქვთ წვლილი.                                                                                     
         ფედერაცია ”გადავარჩინოთ ბავშვები” თანამშრომლობდა გაეროს ბავშვთა ფონდთან რომელთა საქარტველოში ჩატარებული კვლევების შედეგად ორგანიზაციის წევრებმა ქუჩის ბავშვების ორი ჯგუფი ბავშვსა და მოზრდილს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირსა და ამ კავშირის გაწყვეტის საფუძველზე განასხვავეს ორი ჯგუფი:


პირველი ჯფუფი: ქუჩაში ცხოვრების რისკის წინაშემდგომი ბავშვები-ბავშვს უკვე რაღაც დრო აქვს ქუჩაში გატარებული, მაგრამ როლების განაწილება- მოზრდილი, როგორც მზრუნველიდა ბავშვი, როგორც კმაყოფაზე მყოფი- შენარჩუნებულია.


მეორე ჯგუფი: ქუჩის ბავშვები-დროის უდიდეს ნაწილს ქუჩაში ატარებენ , რადგან მზრუნველის ფუნქციასაც ბავშვები ასრულებენ. ისინი იძულებულნი ხდებიან, თავად ირჩინონ თავი და ხშირად არჩინონ ზრდასრულებიც, რომლებსაც მზრუნველის ფუნქციის შესრულება აღარშეუძლიათ და ბავშვებზე დამოკიდებულნი ხდებიან.



ქუჩის ბავშვებს ჩვენ ვერ განვიხილავთ, როგორც ცალკე მდგომ კატეგორიას, რადგან ქუჩაში მომუშავე ყველა ბავშვი,ან სკოლიდან გამოგდებული მოსწავლეები არ ატარებენ უმეტეს დროს ქუჩაში ბევრი ქუჩის ბავშვი არ არის უსახლკარო ან ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ დადის სკოლაში, ასეთ კატეგორიაში უნდა განვიხილოთ ასევე ქუჩის მეძავები (”პროსტიტუტკები”).

ამავე დროს ქუჩის ცხოვრებას თვისი დამახასიათებელი თვისებები სპეციფიკური პრობლემები ( ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, სექსუალური უწესრიგობა და სექსუალური ძალადობა, ექსპლუატაცია მუშაომის დროს, კრიმინალურ საქმიანობაში ჩარევა და სხვა ადმიანების მხრიდან ძალადობა) და მიმზიდველობა( თავისუფლება,თავგადასავალი და თანასწორთა მხარდაჭერა) აქვს.
      ბავშვები და მოზარდები შეიძლება დავყოთ  სხვადასხვა კატეგორიად მათი რისკფაქტორების მიხედვით, რომლებსაც ისინი ეღობებიან ოჯახთან და საზოგადოებასთან განშორების შემდეგ. რაც უფრო დაბალია რისკი, მით უფრო მაღალია პრევენციის საშუალება.
         საქარტველოში ტერმინი ”ქუჩის ბავსვი” ასევე უარყოფითი კონოტაციით არის დატვირთული და ხშირად ყურადღებას ქუჩაში ცხოვრების საზიანო ასპექტებზე ამახვილებს და არა იმათზე, ვინც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს ატარელი კვლევბში ჩანს რომ ბავშვებს არ სურთ ”ქუჩის ბავშვებად” იწოდებოდნენ.  კვლევის დროს ჩატარდა ორი ფოკუს- ჯგუფი
(თბილისსა და რუსთავში) ქუჩის ბავშვების მონაწილეობიტ. ფასილიტატორის კითხვაზე , რა სახელს იყენებენ ბავშვები საკუთარი თავის ასაღწერად, პასუხი იყო- ”უბრალოდ ბავშვები”. ჩაძიებისას მათ სხვა წინადადებებიც წამოაყენეს: ”მომუშავე ბავშვები”, ”მათხოვარი ბავშვები”, ან ”კაი ბიჭები” სახელთან დაკავშირებული სტიგმა და განსაზღვრულ კატეგორიებად ბავშვების დაყოფის ტენდენცია იმდენად ძლიერია, რომ ხანდახან გვავიწყებს მთავარს: ”ქუჩის ბავშვი” არის უბრალოდ ბავშვი- ინდივიდუალური,  უნიკალური ნიჭითა და შესაძლებლობებით.

   
ქუჩაში მოხვედრა და საზოგადოებასთან კავშირის გაწყვეტის მიზეზი ხშირად დაკავშირებულია თვითონ საზოგადოების წევრების სისუსტესთან, ხშირად ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებითდა უთანასწორობის გაზრდასთან. ზოგიერთ სახელმწიფოში ხარჯების არათნასწორი გადანაწილება, იწვევს მოწყვლადი ბავშვების დაჩაგვრას. როგორც მდიდარ ასევე ღარიბ სახელმწიფოშიოჯახის გაცალკევებამ და სოციალური კაპიტალის შესუსტებამ შეიძლებაგამოიწვიოსმშობლების ძალადობრივი ქცევები. ამის გარდა კიდევ არსებობს მიზეზები, რომლის შედეგადაც ბავშვები სიცოცხლეს ამთავრებენ ქუჩაში:

  • დაბალი შემოსავალი. ბევრი ბავშვი ქუჩაში იმიტომ მუშაობს, რომ მხარში ამოუდგეს ოჯახს და გადაარჩინოს ის განადგურებისგან
  • უსახლკარობა, როგორც ღარიბ ასევე მდიდარ ქვეყნებში შესაბამისი სახლების უკმარისობა უბიძგებს მოსახლეობას ქუჩისკენ;
  • საზოგადოებისგან უარყოფა და დამცირება. ეს პრობლემა დაკავშირებულია მშობლებთან, რადგან ისინ ან ნარკოტიკებზეან ალკოჰოლზე ხდებიან დამოკიდებულნი, ან უბრალოდ ვერ ატარებენ შვილებთან განსაზღვრულ დროს;
  • წარუმატებლობა სკოლაში
  • მშობლების დაკარგვა შეიარაღებულ კონფლიქტში, ბუნებრივი უბედური შემთხვევების დროს, სხვადასხვა დაავადებების გამო ან ლტოლვილობის პრობლემები

თითოეული ქუჩის ბავშვის ისტორია უნიკალურია, რომელიც შეიცავს აქ ნახსენებ რამოდენიმე ასპექთს, როგორც უკვე აღვნიშნეთ უმეტესად მატერიალური პრობლემები უბიძგებენბავშვებს ქუჩისაკენმაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მატერიალურად შეჭირვწბული ბავშვი არ კარგავს კონტაქტს ოჯახთან.ფაქტების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოჯახური ურთიერთობები განმსაზღვრელია, თუ რომელ გზას აირჩევს ბავშვი ცხოვრებაში. მაგ: ეთიოპიაში ქუჩის ბავშვების ძლადობის მაღალი მაჩვენებელია საკუთარ ოჯახებში, ვიდრე ოჯახზე დამყარებული ქუჩის ბავშვების. როგორც უკვე აღვნიშნეთ ოჯახში ურთიერთობის ნაკლებობა და ემოციური პრობლემები გადამწყვეტი ფაქტორებია ბავშვების ოჯახიდან გაქცევის საკითხში და კიდევ თანატოლთა ზემოქმედებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბევრ ბავშვს უბიძგებს მისი ძმა ან და ან უფროსი მეგობარი, რომელიც უკვე შეუდგა ამ გზას.

No comments:

Post a Comment


ქუჩის ბავშვების პრობლემები და მახასიათებლები


ქუჩის ბავშვთა უმეტესი ნაწილი. მსოფლიოში 10 წლისაა ან უფრო დიდი. განხორციელებული პრევენციული პროგრამების სტატისტიკის მიხედვით ეს ბავშვები მერყეობდნენ 8-დან 18 წლამდე. თუმცა ზოგიერთ რეგიონში შეინიშნა, რომ უფრომცირდება ქუჩის ბავშვების ასაკი.

ფედერაცია”გადავარჩინოთ ბავშვები” ჩატარებული ცდებიდან გამოვლინდა რომ საქართველოში ქუჩის ბავშვებს შორის ბიჭების რაოდენობა ორჯერ აღემატება გოგონებისას; ბიჭების წილი კიდევ უფრო დიდია მოზარდ ბავშვებს შორის (15-დან 18 წლამდე) და ღამით. ეს შეიძლება სხვადასხვა სქესის ბავშვების აღზრდის განსხვავებული მიდგონებებით და ასევე საქართველოში ქალისა და მამაკაცის როლის კულტულური სხვადასხვაობით აიხსნას, ვინაიდან გოგონები უფრო მეტად არიან ჩართულნი საოჯახო საქმეებში.ბიჭებისათვის დროის უმეტესი ნაწილის თანატოლებთან ერთად სახლს გარეთ გატარება მაინცდამაინც ნეგატიურად არ აღიქმება. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მშობლის გარდაცვალების ან არყოფნის შემთხვევაში, ნათესავები გოგონებს უფრო უფრო ხშირად აძლევენ თავშესაფარს ვიდრე ბიჭებს. ვინაიდან გოგონები ბიჭებთან შედარებით ქუჩაში ნაკლებად შეინიშნებიან, მაგრამ იმავე პრობლემების წინაშე დგანან, არსებობს საშიშროება იმისა, რომ ისინი ნაკლებად იღებენ დახმარებას

საქართველოში ქუჩის ბავშვების უმრავლესობის ასაკი 14 წელს არ აღემატება,ასევე არიან მცირეწლოვნებიც და ჩვილები რომლებიც დედებთან ერთად მათხოვრობენ.საკმაოდ ბევრია ქუჩაში ახალგაზრდების რაოდენობაც.

მიგრანტ ქუჩის ბავშვებსმათ არამიგრანტ თანატოლებთან შდარებით უფრო მტკიცე კავშირი აქვთ ოჯახთან, თუმცა ისინი უფრო გარიყულნი არიან საზოგადოებისგან, ვიდრე ბავშვები სხვა ჯგუფებიდან. ვინაიდან ეს ბავშვები ცხოვრობენ ოჯახებთან, რომლებიც უმეტეს შემტხვევაში არ არიან ოფიციალურად რეგისტრირებულნი, არ აქვთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და არ იციან ქართული ენა, ბავშვებმა არ იციან წერა კითხვა არ ირიცხებიან სკოლაში და არ სარგებლობენ არსებული სოციალური მომსახურებებით. ფართოდ გავრცელებული მომსაზრება,რომ იმიგრანტი ქუჩის ბავსვები ”ბოშები” არიან, რომლებიც კულტურულად მიდრეკილნიარიან მათხოვრობისა და ქუჩაში ცხოვრებისაკენ, კიდევ უფრო ზრდისსტიგმას და მათ იზოლაციას

საქართველოში, ქუჩის ბავშვების უმრავლესობა მხოლოდ დღის საათებში იმყოფება ქუჩაში მარტო. არიან ასევე ქუჩის ბავშვები (ძირითადად შვილები და მცირე წლოვანები ბავშვები,გოგონები და ისინი, ვინც მათხოვრობს)რომელთაც ქუჩაში ზრდასრულები ახლავთ თან.

ქუის ბავშვების უმეტესობა ღამეებს მშობლებთან ან ნათესავბთან ერთად ატარებს. ბავშვები ღამეს ქუჩაში ძირითადად ზაფხულში ატარებენ, როცა გარეთ თბილა. ღამეების ქუჩაში გატარების მიხედვით შეიძლება ქუჩის ბავშვების სამი ჯგუფი გამოიყოს: ა)ქუჩაში მცხოვრები ბავშვები (რომლებსაც ქუჩაში მთელი წელი სძინავთ 6%); ბ)ქუჩასა და სახლში მცხოვრები ბავშვები (რომლებსაც წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვე სძინავთ -19%)და გ)კუჩაშიაკტიური ბავშვები(რომლებიც მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ, მაგრამ იქ არ სძინავთ -74%).არის ასევე ბავშვების მცირე რაოდენობა,რომლებსაც ქუჩაში ოჯახებთან ერთად სძინავთ.

ქუჩის ბავშვების ოჯახები საქართველოში ქუჩის ბავშვების 85%-ის ერთი მშობელი მაინც ცოცხალია, 55%-ს ორივე მშობელი ჰყავს, 24%-სმხოლოდ დედა და 6%-ს -მხოლოდ მამა. იმ ბავშვებს შორის, ვისაც ერთი ანორივე მშობელი ჰყავს, 85%-ის დედა იმავე ქალაქში ცხოვრობს და 71%-ს მამაც იმავე ქალაქში ჰყავს ბავშვების უმრავლესობის და-ძმები და ნათესავებიც იმავე ქალაქში არიან.

ქუჩის ბავშვების განათლება-საქართველოში ქუჩის ბავშვების უმეტესობა სავალდებულო სკოლის ასაკისაა (4 წლამდე) მაგრამ სკოლაში არ ირიცხებიან. დაწყებითი სასკოლო განათლების (12წლამდე) ბავშვების მხოლოდ 20%და საშუალო სკოლის ასაკის (12 წელს ზევით)მხოლოდ 10% არის რეგისტრირებული სკოლაში, მაშინ როცა ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში საბაზო განათლებას ბავშვების 95% და სასუალო განათლებას- ბავშვების 765იღებს. ბიჩები უფრო მეტად ირიცხებიან სკოლაში, ვიდრე გოგონები. მაგრამ სკოლაში ჩარიცხვის მიუხედავად გაკვეთილზე დასწრების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.ოფიციალური სტატისტიკის ტანახმად, საქართველოში სკოლას ბავშვების 0,3% ტოვებს. ქუჩის ბავშვების 40% წარსულში დადიოდა სკოლაში, მაგრამ მიატოვეს, ხშირად საბაზო განათლების დასრულებამდე. საქართველოში ქუჩის ბავშვების 60%-ს არასდროს უვლია სკოლასი.სტატისტიკით გოგონები უფრო მეტად რჩებიან სკოლის მიღმა, ვიდრე ბიჭები. განათლებაზე უარის თქმა ან შეწყვეტა ხშირად უკავშირდება ოჯახის უუნარობას, აანაზღაუროს სკოლასთან დაკავშირებული ხარჯები

ქუჩის ბავშვების მიერ გამომუშავებული თანხა ყოველი ოთხი ბავშვიდან ერთი აღნისნავს რომ ფულის ძირითადად მისი მშობლები ან უპროსი და დმები ართმევენ და მათ არაფერი რჩებათ. ზოგი ქუჩის ბავშვი აზარტულ თანაშში აგებს ფულს და იძულებულია იშოვოს ეს ფული( ხშირად მოიპაროს) მათხოვრობით დაკავებული ბავშვები უფრო მეტად ავლენენ ფიზიკური ტრამვის ნიშნებს ვიდრე მათი მომუშავე თანატოლები ან ისინი, ვინც ქუჩაში შემოსავლის გამომუშავებაში არ არის ჩართული

სოციალური მომსახურებები

საქასაქართველოს ქუჩის ბავშვებს შორის სოციალური მომსახურების შესახებ ინფორმაცია და მათი გამოყენება მწირია - ბავშვების მეოთხედს არასდროს სმენია ან გამოუყენებია სოციალური მომსახურება. ეს შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას იმ ფაქტით, რომ სოციალური მომსახურებების რაოდენობა და დაფარვა საჭიროებებსა და მოთხოვნას არ შეესაბამება.

საშუალოდ, ქუჩის ბავშვები სოციალურ მომსახურების გამოყენების შემთხვევებს იშვიათად ახსენებენ. ბავშვები, ვისაც რაიმე დახმარება მიუღია, ასახელებს მომსახურეობას, რომელიც მოკლევადიან გადარჩენაზეა მიმართული - ბავშვების ერთ მესამედს გამოუყენებია თავშესაფარი/ ბავშვთა სახლი ან სასადილოები. სხვა მომსახურებები. სხვა მომსახურებები მოიცავს დღის ცენტრებს და მობილურ ჯგუფებს

ქუჩის ბავშვების მიერ გამოყენებული მომსახურეობა მათი ცხოვრებისეული მდგომარეობის შეცვლაზე( მაგალითად, როგორიცაა სკოლაში სიარული, ოჯახის გაჭირვება ან წერ-კითხვის დონე) მცირე ეფექტს ახდენს. ამ აშკარად არა ადეკვატური და არასაკმარისი მიზეზი ის არის, რომ საქართველოშიქუჩის ბავშვების მომსახურება ბავშვტა ჯგუფების ხილული პრობლემების მოგვარებაზე და არა ოჯახური კრიზისის გამომწვევმიზეზებზეა მიმართული.

ქუჩის ბავშვების შესახებ არსებული სტერეოტიპები და ცრურწმენებისოციალური მომსახურების დაფარვაზეც ვრცელდება. ძალიან ცოტა მათხოვარი და მიგრენთი ბავსვი იღებს დახმარებას. მათხოვარი ბავშვების სოციალურ მომსახურეობაში დაბალიჩართულობის დონის კიდევ ერთი ახნა ალტერნატიულიღირებულებაა: ქუჩაში შემოსავლის მიმღები ბავშვები, ფულის გამომუშავებისთვის გამოყოფილ დროს, სოციალურ სამსახურში ყოფნიტმიღებულ გრძელვადიან, ბუნდოვან პერსპექტივას იშვიათად ამჯობინებენ.

საქართველოში ქუჩის ბავშვები სათვის,სოციალური მომსახურება კოორდინირებულად ან სტრატეგიულად არ იგეგმება ხშირად ზოგადი სოციალური დაცვის სისტემის ნაწილად არ აღიქმება. შედეგად, მომსახურება ბავშვებს ქაოტურ და ფაგმენტურ დახმარებას სთავაზობს, რომელიც პრობლემას ზედაპირულად ხსნის და ბავშვებისა და მათი ოჯახების პრობლემის გრძელვადიან გადაჭრას არ წარმოადგენს